სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა 23 ოქტომბერს უმასპინძლა მსოფლიო განვითარების საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციას.
ლექცია წაიკითხა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სპეციალისტმა Geolab - ის რექტორმა სანდრო ასათიანმა.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა: ტრადიციული და ახალი მედია, მასმედია, სოციალური მედია, ინტერნეტის როლი თანამედროვე სამყაროში. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ ინტერაქტიული ბიბლიოთეკის პროექტს, „kibergalaqtioni”, რომლის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მოხალისეებად ჩართვის შეთავაზება.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში დასრულდა.